END OF THE WORLD
როდის დადგება სინამდვილეში სამყაროს აღსასრული…….
არსებობს, და წარსულშიც არსებობდა, უამრავი წინასწარმეტყველება სამყაროს აღსასრულის შესახებ. ზოგი მათგანი ზედმეტად ფანტასტიკური და სასაცილოც კია, მაგრამ არსებობს ისეთი წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც ნამდვილად დასაფიქრებელია…
ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს რელიგიური თუ მეცნიერული შეხედულებები…
ხალხში “სამყაროს აღსასრულის” თემას ყოველთვის პანიკა შეჰქონდა. მაგალითად, 60-იან წლებში ა.შ.შ-ში არსებობდა სექტა, რომლის წევრებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მალე დედამიწა განადგურდებოდა. მათ გადაწყვიტეს, რომ განკითხვის დღის საშინელებას ვერ გადაიტანდნენ; ამიტომ მასიური თვითმკვლელობა მოაწყვეს… რა თქმა უნდა ფანატიკურად განწყობილ საზოგადოებაში შიშის შეტანა ძალიან ადვილია…
2012???
ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ მაიას ტომები
View Larger Map
მაიას ტომმა (მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ეს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა) დაგვიტოვა ორი რამ: კალენდარი და სამი კოდექსი. ესპანელმა კონკისტადორებმა ყველაფერი გაანადგურეს, როდესაც ინკების იმპერია გაანადგურეს და მათი ტერიტორია დაიპყრეს. მაგრამ მაინც გადარჩა სამი ხელნაწერი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი იკითხება და ინახება დრეზდენში. დანარჩენი ორი დამწვარ მდგომარეობაშია და შესაბამისად პარიზის და მადრიდის კოდექსები ეწოდება. კალენდრის სურათი:
მაიას ტომმა თავიანთი ცოდნა Popul Vuh -ში აღწერეს (წიგნი, სადაც მათ მთლიანი თავიანთი ცოდნა აღწერეს). წიგნში საუბარია კალენდარზე, რომელსაც პირველ სურათზე ხედავთ. ამბობენ, რომ ეს კალენდარი ღმერთებმა დაუტოვეს მაიას ტომსს დედამიწიდან შორეულ ვარსკვლავზე გაფრენის წინ. (ამ კალენდრის საშუალებით შესაძლებელია სულ ადვილად მილიონებში დათვლა). ესე დაუბარეს, რომ როგორც კი დათქმული დრო მოვიდოდა (წითელი მონიშნუილები რომ ერთმანეთს დაემთხვევა), მაშინ დაბრუნდებოდნენ და რაც შექმნეს, იმას შეამოწმებდნენ. გამოთვლის მიხედვით ეს მოხდება 2012 წლის დეკემბერში.
ერთი საგულისხმო ფაქტი მეტყველებს ასევე იმაზე, რომ შესაძლოა 2012 იყოს დასარული. მაიას ტომების წინასწარმეტყველებით ღმერთები ჩამოვლენ მაშინ, როცა დედამიწის ღერძი კვლავ დაუბრუნდება იდეალურ მდგომარეობას.ეხლა რას ნიშნავს ეს - დააკვირდით ამსურათს:
ხომ ხედავთ ღერძს? ყოველ წელს, ამ ღერძის მდებარეობა უმნიშვნელოდ იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღერძი ერთი და იგივე წერტილს არ ხვდება, რადგან ე.წ. "იდეალური მდგომარეობა" მეორდება ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ. თანამედროვე ტექნიკის პირობებში შეძლეს მეცნიერებმა იმის გამოთვლა, თუ როდის მიაღწევს დედამიწის ღერძი კვლავ თავის ”იდეალურ მდგომარეობას”. აღმოჩნდა რომ ეს 2012 წელს მოხდება.
ის თუ რა მოხდება, არავინ იცის, რადგან არანაირ კატასტროფაზე ლაპარაკი არ არის.საუბარია “მაიას მეორედ მოსვლაზე” ანუ "ახალი ციკლის დაწყებაზე".
მაიას კალენდრის მიხედვით 2012 წლისთვის დასასრული არა სიცოცხლის, არამედ ერთი ციკლის დასასრულია, რაც ამავდროულად ახალი ციკლის დასაწყისია. რაც შეიძლება ”დაბადებად” მივიჩნიოთ.
ერთ-ერთი ვერსიით, მზე უახლოვდება კოსმოსის ”ბნელ ხვრელს” და ისე ექცევა მის შუაში, რომ იგი დედამიწას გარს აკრავს. დედამიწისთვის იხსნება ”ცის კარი”, როცა გალაქტიკური და დედამიწის სოლარული ფენები ერთმანეთს ეხება. ანუ მზე ექცევა ხვრელში, აქ მთავრდება მაიას კალენდარი. აღსანიშნავია, რომ ეს დაახლოებით 21 -დან 24 დეკემბრამდე ხდება. მაშინ, როცა მზე დაწეულია და 24 დეკემბრის შემდეგ კი მზე ზევით იწევს. ამ დროით თარიღდება ყველა ”ღმერთის”, მათ შორის ქრისტეს დაბრუნებაც...
ქრისტიანული რელიგიის მიხედვით :
ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, მეორედ მოსვლა მოახლოებულია. მასზე უამრავი ფილმია გადაღებული. ფილმ "მეორედ მოსვლაში" ნათქვამია, რომ ანტიქრისტე გამეფდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, მისი მეფობა გაგრძელდება 1290 დღეს, აქედან 45 დღის შემდეგ, ანუ სულl1335 დღის მერე კი იქნება მეორედ მოსვლა და ქვეყნის აღსასრული, ამ 45 დღის განმავლობაში ადამიანებს კიდევ შეეძლებათ ცოდვების მონანიება. წელს აღდგომა იყო 19 აპრილს (18-ში ღამე), რომ გამოვთვალოთ 2009 წლის 25 აპრილიდან 2012 წლის 21 დეკემბრამდე ვღებულობთ:
20+30+31+30+31+31+30+31+30+31+ 29+31+31+30+31+30+31+31+30+31+ 30+31+28+31+31+30+31+30+31+31+ 30+31+30+31+28+31+31+30+31+30+31+31+30+31+5 = 1 3 3 5
როგორც ხედავთ, მაიას ტომის გამოთვლებით "მეორედ მოსვლა" ანუ "ახალი ციკლის დასაწყისი"არის 2012 წლის 21-24 დეკემბერი.ქრისტიანებისთვისაც ამ დღეებს ემთხვევა მეორედ მოსვლა...
წყარო: www.blogroll.ge
თუმცა დაზუსტებით არავინ არაფერი იცის... ფაქტი მხოლოდ ერთია _ მარადიული არაფერია და ოდესმე ყველაფერს ექნება თავისი დასასრული... ვარაუდი უამრავია... მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია არავის აქვს...
ჩვენ მხოლოდ ლოდინი და იმედიღა დავრჩენია..... იმედი გადარჩენის....